უკრაინის სასამართლომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, იური ლუცენკოს, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სახელმწიფო ქონების მითვისებისა და სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტების გამო. სასამართლომ ბატონი ლუცენკო თავისი მძღოლისთვის არაკანონიერი ბონუსების და თანხების გადახდაში დაადანაშაულა. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ასევე საპყრობილეში მყოფი ყოფილი პრემიერ მინისტრის იულია ტიმოშენკოს მოკავშირედ მოიაზრება, ბრალდებებს უარყოფს. თანამდებობრივი ძალუფლების გადამეტებისთვის ტიმოშენკოს 7 წელი აქვს მისჯილი.