ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაყინული ევროპა


გაყინული ევროპა

უკრაინაში დაღუპულთა რიცხვმა 122-ს მიაღწია

მკაცრმა ზამთარმა ევროპაში საჰაერო და საგზაო ტრანსპორტის შეფერხება გამოიწვია. ყველაზე მეტად ევროპაში უკრაინა დაზარალდა, სადაც ყინვებმა ცელსიუსით მინუს 32 გრადუსს მიაღწია. ყინვების შედეგად უკრაინაში 122 ადამიანი დაიღუპა. კიევში მაშველთა დანაყოფის ხელმძღვანელის ოლექსანდრ ჰეითსის თქმით, დაღუპულთა უმეტესობა უსახლკაროები არიან. მისი თქმით, მათი დანაყოფი უსახლკაროებს საკვებით, ცხელი ჩაით და ტანსაცმლით ეხმარება. თოვლმა და ყინვებმა მოიცვა ბალკანეთის ქვეყნებიც, სადაც მოსახლეობა სახლებშია ჩაკეტილი. ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ყინვებისგან 6 ადამიანი დაიღუპა. ხორვატიაში ხელისუფლებამ მოსახლეობის დასახმარებლად არმიის ნაწილები გამოიყვანა.

XS
SM
MD
LG