ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში ტერორისტი დააკავეს


ბხატალი ინდოეთის მოჯაჰიდებთან და პაკისტანში ბაზირებული ტერორისტული ჯგუფის ლაშქარ -ალ თაიბასთან კავშირშია ეჭვმიტანილი

ინდოეთის მთავრობის განცხადებით, დაკავებულია ტერორისტი, რომელიც ინდოეთის ქალაქებში განხორციელებულ ტერორისტული აქტებში მონაწილეობდა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იასინ ბხატალი ინდოეთის აღმოსავლეთ საზღვართან დააკავეს და მას პოლიცია დაკითხავს.

ბხატალი ინდოეთის მოჯაჰიდებთან და პაკისტანში ბაზირებული ტერორისტული ჯგუფის ლაშქარ -ალ თაიბასთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

ინდოეთის მოჯაჰიდებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ტერაქტზე, რომელიც 2010 წელს ქალაქ პუნეში უცხოელი სტუმრებით სავსე კაფეში მოხდა. ტერაქტს 17 ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG