ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში 51 ადამიანი დაიღუპა


ორი მძლავრი აფეთქება ერაყის დედაქალაქის უმეტესად შიიტებით დასახლებულ უბნებში განხორციელდა

ერაყის დედაქალაქში აფეთქებების მთელი სერია განხორციელდა. ოფიციალური წყაროების ცნობით, დაიღუპა 51 და დაშავდა 140 ადამიანი.

ორი ყველაზე დიდი სიმძლავრის მქონე აფეთქება ბაღდადის ძირითადად შიიტი მუსლიმებით დასახლებულ უბნებში განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია. დაპირისპირება ერაყის უმცირესობაში მყოფ სუნიტ მოსახლეობას და მმართველ შიიტ მუსლიმებს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც აპრილში მთავრობამ სუნიტების საპროტესტო აქცია დაარბია. გაეროს მონაცემებით, ერაყში მდგომარეობა თანდათან რთულდება და ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყება გამორიცხული არ არის.
XS
SM
MD
LG