ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიწისძვრა ჰიმალაიში


მიწისძვრა ჰიმალაიში
მიწისძვრა ჰიმალაიში

ჰიმალაის რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ამ დროისთვის 53 ადამიანია დაღუპული. სტიქია ინდოეთის, ნეპალის და ჩინეთის ტერიტორიებზე მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 6,9 ბალი შეადგინა. დღეს სამაშველო სამუშაოები ძლიერმა წვიმამ შეაფერხა. ეპიცენტრი ინდოეთის შტატი სიკიმი იყო. ხელისუფლების ცნობით, ნგრევის შედეგად ქალაქში 31 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. მიწისძვრას მსხვერპლი მოყვა ასევე ბიჰარის და დასავლეთ ბენგალის პროვინციებში. ჩინეთის ოფიციალური სააგენტოს ცნობით, სამხრეთ ტიბეტის რაიონში მიწისძვრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. ასევე შვიდი ადამიანი დაიღუპა ნეპალში, მათ შორის სამი დედაქალაქ კატმანდუში.

XS
SM
MD
LG