ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განდის მკვლელობაში მონაწილეებს გაათავისუფლებენ


პრემიერი -მანმოჰან სინგჰი- ინდოეთის უზენაეს სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების დაბლოკვისკენ მოუწოდებს

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი -მანმოჰან სინგჰი- ქვეყნის უზენაეს სასამართლოს თხოვნით მიმართავს. ის 7 ადამიანის ციხიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დაბლოკვას ითხოვს, რომლებიც 1991 წელს ექსპრემიერ რაჯივ განდის მკვლელობაში მონაწილეობდნენ.

გადაწყვეტილება სამხრეთ ინდოეთის შტატში -ტამილ ნადუ- ოთხშაბათს მიიღეს. დამნაშავეებმა ციხეში 20 წელიწადზე მეტი გაატარეს, თუმცა ცნობამ მათი გათავისუფლების შესახებ ეროვნულ პარლამენტში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ოპონენტთა რიგებში ძირითადად მმართველი საკონგრესო პარტიის წევრები არიან.
XS
SM
MD
LG