ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არა ძალადობას!


მარტინ ლუტერ კინგს სჯეროდა, რომ არაძალადობრივი დემონსტრაციები მედიასა და საზოგადოებაზე პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:38 0:00
ბმული

„მე მაქვს ოცნება, რომ ერთხელაც ჯორჯიის შტატის წითელ მთებზე ყოფილი მონის და ყოფილი მონათმფლობელის შვილები დასხდებიან და ერთმანეთს ძმობას შეჰფიცებენ.“

ეს სიტყვები ამერიკის სამოქალაქო მოძრაობის ლიდერს მარტინ ლუთერ კინგს ეკუთვნის, იდეა კი შორეული ინდოეთის გმირის მაჰათმა განდის სახელს უკავშირდება.

ვიდრე ინდოეთის პოლიტიკური და სულიერი ლიდერი გახდებოდა, მაჰათმა განდი 1893 წელს სამხრეთ აფრიკაში ერთი ჩვეულებრივი იურისტი იყო. ერთხელაც განდის ავტობუსში თეთრ მოქალაქეებთან ერთად მგზავრობაზე უარი უთხრეს და მესამე კატეგორიის ადამიანებისთვის განკუთვნილ ადგილზე მიუთითეს.

როგორც განდის ბიოგრაფიული წიგნის ავტორი დევიდ კორტრაიტი ამბობს, სწორედ ამან დაუდო დასაბამი მსოფლიოს დონის მნიშვნელობის ფაქტს კაცობრიობის ისტორიაში:

„განდი ცხოვრებაში პირველად შეეჯახა რასობრივ პრობლემას, რამაც საშინლად განარისხა. გადაწყვიტა ამის გამო ებრძოლა, თუმცა ძალადობა თავიდანვე გამორიცხა. ინდოეთში მცხოვრებ კაცს თავდაცვით გამოწვეული ძალადობის შესახებ კარგად ესმოდა. ამიტომ ძალადობის გარეშე ბრძოლის შესახებ ფიქრი დაიწყო.“

ენდრიუ იონგი პირველი შავკანიანი ელჩია გაეროში. იგი მარტინ ლუთერ კინგის უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იყო. ბატონმა იონგმა ახლახანს ნახა დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით “გაბედე და მარტო არ იარო“, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში ფლორიდაში არაძალადობრივ დემონტრაციებს ეხება. ფილმი სამხრეთ შტატების სამოქალაქო მოძრაობის ახალგაზრდა ლიდერზე დევიდ იონგზე მოგითხრობს:

„ვუყურებ ჩემს თავს და იმათაც, ვინც საკუთარი სიცოცხლე სასწორზე დადო. გვინდოდა ბოროტებას წინ აღვსდგომოდით ისე, რომ ძალადობაზე ძალადობით არ გვეპასუხა. ეს კეთილშობილური მისიის უდიდესი გამოხატულება იყო.“

ენდრიუს იონგის მსგავსად მარტინ ლუტერ კინგსაც ღრმად სწამდა, რომ ღირსეული და არაძალადობრივი დემონსტრაციები მედიასა და საზოგადოებაზე ბევრად უფრო პოზიტიურ გავლენას მოახდენდა. ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ეკონომიკურ ზეწოლას, რაც ბოიკოტების საშუალებით განხორციელდებოდა. იონგს კარგად ახსოვს 90 დღიანი დემონსტრაციები და ბოიკოტები, რომლებმაც 1963 ალაბამას შტატში უდიდესი მასშტაბი შეიძინა:

„ჩვენ ხელი არავისთვის დაგვირტყამს . თუმცა რასიზმის წინააღმდეგ ღირსეული პროტესტით მწყობრიდან გამოვიყვანეთ ბიზნესი და საწარმოები. საზოგადოებამ ხმა აიმაღლა და მოსთხოვა ხელისუფლებას რეაგირება მოეხდინა. ჩვენს მიერ მოწყობილ მშვიდობიანი პროტესტის ფონზე მთავრობა მოძალადე და აგრესორის გამოჩნდა. დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა სწორედ მას დაეკისრა.“

მაჰათმა განდის და მარტინ ლუტერ კინგის სამოქალაქო მოძრაობის მეთოდებმა მსოფლიოში არაერთი ეროვნების ადამიანი აღაფრთოვანა:

„მარტინ ლუთერ კინგმა ამერიკა ისე შეცვალა, რომ ამით არავინ განრისხებულა. ეს არის გზავნილი იმისთვის, რომ არაძალადობრივი ბრძოლა ვაღიაროთ და დედამიწაზე ჰუმანური ცივილიზაციის მეთოდები და სიყვარული დავნერგოთ; "- ამბობს ენდრიუ იონგი.
XS
SM
MD
LG