ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკში მაჰათმა განდის ნივთები აუქციონზე გაიტანეს


ნიუ იორკის აუქციონი “ანტიკუორუმი” აცხადებს, რომ მომავალი თვის დასაწყისში აუქციონზე მაჰათმა განდის კუთვნილ ნივთებს გაიტანს. “ანტიკუორუმის” ხელთ განდის ვერცხლის მაჯის საათი, სანდლები, სათვალე, ჯამი და თეფში და ამ ნივთების ავთენტურობის დამადასტურებელი საბუთებია. განდიმ საათი თავისი ძმის შვილიშვილს აბჰა განდის აჩუქა. ინდოეთის თავისუფლებისთვის ბრძოლის ლიდერი მაჰათმა განდი 1948 წელს ჰინდუისტმა ნაციონალისტმა გამოასალმა სიცოცხლეს. აუქციონი თვლის, რომ მისი კუთვნილი ნივთები ოცდაათ ათას დოლარზე მეტად გაიყიდება. ინდოეთის პარლამენტის ზოგმა წევრმა დაგმო აუქციონზე განდის ნაქონი ნივთების გატანის ფაქტი და განაცხადა, რომ ეს ნივთები ინდოეთმა ან უნდა შეიძინოს ან კი აუქციონმა ისინი კეთილი ნებით, უსასყიდლოდ უნდა გადასცეს განდის სამშობლოს.

ნიუ იორ

XS
SM
MD
LG