კონგრესში, ერთ-ერთი დემოკრატი კანონმდებლის ასისტენტი ტექნოლოგიების სფეროში აეროპორტში, ქვეყნიდან გასვლის მომენტში დააკავეს.
იმრან ავანი, რომელიც კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში კონგრესმენ დები ვასერმან შულცის ოფისში მუშაობდა, უძრავი ქონების სესხის გაყალბების ბრალდებით დააკავეს. ავანმა და მისმა მეუღლემ, რომელიც იმავე სფეროში სხვა დემოკრატი კონგრესმენების ოფისებში მუშაობდა, სესხი კონგრესის საბანკო მომსახურების საკრედიტო ფილიალიდან აიღეს.
სესხის აღებიდან ერთ კვირაში იმრანმა თანხა ორ პიროვნებას პაკისტანში გაუგზავნა. გზავნილის დანიშნულებასთან დაკავშირებული შეკითხვაზე იმრანმა ბანკს უთხრა, რომ სესხად აღებული 283 000 დოლარი დაკრძალვას უნდა მოხმარებოდა.
დაკავებულმა ამრან ავანმა თავი უდანაშაულოდ სცნო ბრალდების წაყენებისას. ის სასამართლომ უკვე გაათავისუფლა, პასპორტების ჩაბარების სანაცვლოდ.
პოპულარული
1
Facebook Forum