ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ბანკი სიღარიბეს ებრძვის


მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეხვედრაზე გლობალურ ეკონომიკურ პრობლემებს განიხილავენ.

მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეხვედრაზე გლობალურ ეკონომიკურ პრობლემებს განიხილავენ. პირველ რიგში ეს არის სიღარიბესთან ბრძოლა, ეკონომიკური აღმავლობის ხელშეწყობა, სახელმწიფოთა ბიუჯეტის და ბანკების პოლიტიკის გაკონტროლება.

დღეს მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯიმ იონ კიმი ამ ვითარების გამოსწორებას ცდილობს. ის ამ ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს ღარიბების დასახმარებლად მეტი რესურსების მობილიზაციისკენ მოუწოდებს.

ბატონი კიმის განცხადებით, 2030 წლისთვის მსოფლიოში უკიდურეს სიღარიბესთან ბრძოლა წარმატებით უნდა დამთავრდეს. მისი თქმით:“ განა მოიძებნება მსოფლიოში ისეთი ადამიანი ვინც დოლარნახევარს იღებს დღეში და არ გაიზიარებს ჩემს თვალსაზრისს სიღარიბესთან ბრძოლის აუცილებლობის შესახებ, რათა თქვენც გაგაგებინოთ მათი გასაჭირი?“
ექსპერტების შეფასებით გლობალური ეკონომიკის ზრდა გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარება და მსოფლიოს 200 მილიონ უმუშევარს სამსახურის პოვნას გაუადვილებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარე ქრისტინ ლაგარდი ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი თქმით:“ გლობალური ეკონომიკა გამოვიდა საშიში კრიზისიდან და ახლა უფრო უკეთესი მდგომარეობაა ვიდრე ცხრა თვის წინ იყო.“

საერთაშორისო სავალუტი ფონდის ხელმძღვანელის განცხადებით, უკეთესობის მიუხედავად ეკონომიკური მდგომარეობა მაინც კრიტიკულია, განსაკუთრებით მდიდარ, განვითარებულ ქვეყნებში. ეს მდგომარეობა პირველ რიგში საბიუჯეტო შეკვეცებსა და ეკონომიკის სტიმულირებაზე აისახება.

შეერთებული შტატები და დასავლეთ ევროპის ქვეყნები საერთაშორისო ფინასური ორგანიზაციების მთავარი დონორები არიან, ამიტომ ეკონომიკური კრიზისი ამ ფინანსურ ინსიტუტებზეც იმოქმედებს.

ვატერლოოს უნივერსიტეტის პროფესორი ბესმა მომანი მიიჩნევს, რომ ახალი ფინანსური რესურსები აზიის და აფრიკის განვითარებადი ქვეყნებიდან შემოვა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები აღარ იქნებიან მხოლოდ შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულნი.

ბრუკინგსის ინსტიტუტის ექსპერტის დომენიკო ლომბარდის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დღის წესრიგში მზარდი ეკონომიკის ქვეყნების როლის გაზრდაც შედის, თუმცა ამას შეერთებული შტატების თანხმობა ჭირდება.
XS
SM
MD
LG