ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქარიშხლის გამო ამერიკის რამდენიმე შტატში ევაკუაცია გამოცხადდა


სამხრეთ კაროლინის შტატში საევაკუაციო სამზადისში ეროვნული გვარდია ჩაერთო.

შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე ქარიშხალ „ფლორენცს“ ელიან. სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინაში მოსახლეობის ევაკუაცია უკვე დაიწყო.

რამდენიმე შტატში, მათ შორის ვირჯინიაში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ რამდენიმე დღეში ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე დასახლებებიდან მილიონობით ადამიანის ევაკუაცია მოხდება.

ქარიშხალი "ფლორენცი" საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან
ქარიშხალი "ფლორენცი" საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან

ჯერჯერობით შტორმის ზუსტი ტრაექტორია ცნობილი არ არის. მაგრამ, ის ძალას იკრებს და ქარიშხლების ეროვნული ცენტრის პროგნოზით, ხმელეთთან მოახლოებისას, „ფლორენცს“ მეოთხე კატეგორიის სიმძლავრე ექნება. რაც იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელია წყალდიდობებიც.

ვარაუდობენ, რომ "ფლორენცი" ოთხშაბათს გვერდს აუვლის ბერმუდის და ბაჰამის კუნძულებს. სინოპტიკოსების მოლოდინის მიხედვით, ქარიშხალი ამერიკის სანაპიროებზე ხუთშაბათს დღის მეორე ნახევარში, ან პარასკევს გამთენიისას გადმოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG