ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრალდებული პოლიციელი გარდაიცვალა


ლაზლო სატარი სამშობლოს კანადაში რამდენიმე წლიანი ემიგრაციის შემდეგ დაუბრუნდა


უნგრეთში ყოფილი პოლიციელი გარდაიცვალა, რომელსაც ბრალი ედებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების შეურაცხყოფასა და საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნაში. ლაზლო სატარი 98 წლის ასაკში შაბათს ბუდაპეშტის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სატარის წინააღმდე პროკურატურამ სასამართლოში სარჩელი ივნისში შეიტანა. 1948 წელს მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის სასამართლომ ის მსგავსი ბრალდებით გაასამართლა. იმ დროისთვის სატარი კანადაში ცხოვრობდა და სასამართლო პროცესს არ დასწრებია. ყოფილი უნგრელი პოლიციელი სამშობლოს კანადაში რამდენიმე წლიანი ემიგრაციის შემდეგ დაუბრუნდა.
XS
SM
MD
LG