ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში მსხვერპლია


ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში მსხვერპლია
ასობით ადამიანი გამოვიდა ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჟანაოზენის ცენტრში. რამდენიმე დღის წინ აქციიის მონაწილეები სამუშაო ადგილების შეკვეცას აპროტესტებდნენ. პოლიციამ მათ დასაშლელად ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. შედეგად დაახლოებით 15 ადამიანი დაიღუპა.
მომხდარი ინციდენტის შემდეგ, პრეზიდენტმა ნურსულტან ნაზარბაევმა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქალაქში. აშშ-ში ყაზახეთის ელჩმა ერლან იდრისოვმა კი მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობას საგანგებო მდგომარეობის შემოღების გარდასხვა გზა არ დარჩა, იმისათვის რომ დაცული იყოს მშვიდობიანი მოსახლეობა. მან დასძინა, რომ ხელისუფელაბა შეშფოთებულია არსებული მსხვერპლის გამო და უახლოეს პერიოდში შეიქმნება კომისია, რომელიც დაარეგულირებს სახელმწიფო მმართველობაში მყოფი ნავთობკომპანიისა და მისი მუშა მოსამსახურეების ურთიერთობებს.

XS
SM
MD
LG