ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„HSBC“ ფულის გათეთრებაშია ბრალდებული


სენატის გამოძიებით ბანკს ურთიერთობა კრიმინალებთან ქონდა

შეერთებული შტატების სენატის გამოძიების დასკვნით, მექსიკურმა ნარკოკარტელებმა და სხვა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა საერთაშორისო ბანკის „HSBC“-ს მეშვეობით მილიარდობით დოლარი გაათეთრეს. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ლონდონში ბაზირებული ბანკი საქმიან ურთიერთობას აწარმოებდა ტერორისტებთან კავშირში მყოფ პირებთან, ასევე გვერდს უვლიდა ირანის წინააღმდეგ ვაშინგტონის მიერ დაწესებულ სანქციებს.
დოკუმენტის თანახმად, ბანკის აღმასრულებელი ხელმძღვანელობა 2002-2010 წლებში სისტემატურად არღვევდა მიცემულ გაფრთხილებებს, რითაც კრიმინალებს და ტერორისტებს ამერიკის ფინანსურ სისტემაში შეღწევის საშუალებას აძლევდა.
ევროპის უმსხვილესმა ბანკმა „HSBC“-იმ უკვე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ვაშინგტონში გამართულ მოსმენაზე ბანკის აღმასრულებელი ხელმძღვანელობა ბოდიშს მოიხდის.
XS
SM
MD
LG