ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ციებ-ცხელება გრძელდება


აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ციებ-ცხელება გრძელდება

მიუხედავად იმისა რომ მწველმა ზაფხულმა დიდი ხანია ჩაირა, შეერთებული შტატების ზოგიერთ ნაწილში საპრეზიდენტო არჩევნების ცხელება კვლავ ძალაშია. ანალოგიური მდგომარეობა შეინიშნება აიოვას შტატში, სადაც ყველა გადაწყვტეილების მოლოდინშია.

2012 წლის საპრეზიდენტო მარათონში აიოვა პირველი იქნება, რომელიც თავის პოზიციას დააფიქსირებს. თუმცა იგი, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა დანარჩენი შტატი საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევად არც პირველად არჩევნებსა და არც პრაიმერის გამართავს. ისინი განსხვავებულ სისტემას იყენებენ, რომელსაც შიდა პარტიულ არჩევნების სახელითაა ცნობილი.

აღნიშნული პროსეცი ბევრად უფრო რთული ჩასატარებელია ვიდრე პრაიმერი. ექსპერტი ბენჟამინ გინსბერგი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტიტად აღნიშნავს:

„პოლიტიკურ პარტიების ჯგუფში გაწევრიანებული ხალხი შტატის სხვადასხვა ადგილებიდანაა. ამიტომ დღის გნამვალობაში მიმდინარე მათი მსჯელობა, დებატები და მიმოხილვაც ყოველთვის განსხვავებული და დაძაბულია; დღის ბოლოს კი ისინი კენჭის ყრის პროცესში იღებენ მონაწილეობას, რომლის შემდეგაც ხმები ითვლება.“

შიდა პარტიული არჩევნების პროცესი შტატის ყოველ კუთხეში კანდიდატებისაგან დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს, იმისათვის რომ მხარდამჭერების სათანადო რაოდენობა მოიპოვოს.

პოლიტიკურ ექსპერტეთა ერთი ნაწილი ამ პროცესს ალმაცერად უყურებს. მათ შორისაა მარ რომი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან:

„შიდა პარტიული არჩევნები ელქტორატის ფართოდ წარმოდგენის საშუალებას არ იძლევა. ის ადამიანები, რომლებიც პროცესის მეშვეობით ამა თუ იმ კანდიდატს ხმას აძლევენ ისინი პარტიზანულ ამომრჩეველთა რიცხვს განეკუთვნებიან. რესპუბლიკელები შიდა პარტიული არჩევნების პროცესის დროს უფრო კონსერვატიულები არიან, ვიდრე ელექტორატი; ხოლო დემოკრატები ელექტორატისაგან განსხვავებით ლიბერალობით გამოირჩევიან".

მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია რომ შიდა პარტიული არჩევნების სიტემა დემოკრატიული ღირებულების გამართლების საშუალებაა. ჰოვარდის უნივერისტეტის პროფესორი ლორენცო მორისიც ამ შეხედულების მომხრეა:

„შიდა პარტიული არჩევნები არამარტო შეხედულებას ასახავს, არამედ შეხედულების ფორმირებასაც უწყობს ხელს და სწორედ ამაშია დემოკრატიის ჭეშმარიტება. ამ, პროცესში მონაწილე ადამიანებს აზრთა გაცვლა-გამოცვლის თავისუფალი საშუალება ეძლევათ, რაც პლურალიზმის განმტკიცებას უწყობს ხელს.“

რამდენად მოხდება ამ ყველაფრის გათვალისწინება 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი აღსანიშნავია რომ ნიუ ჰემფშირში გამართულ პირველ საპრეზიდენტო კანდიდატთა შერჩევის პრაიმერს, აოვაში გამართული პირველი შიდა პარტიულ არჩევნები მოსდევს.

XS
SM
MD
LG