ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ ირჩევს პრეზიდენტს ამერიკა?


როგორ ირჩევს პრეზიდენტს ამერიკა?
როგორ ირჩევს პრეზიდენტს ამერიკა?

აიოვასა და რამდენიმე შტატში კანდიდატის ასარჩევად კოკუსის სისტემას იყენებენ.

აიოვაში და ამერიკის სხვა შტატებში დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს საპრეზიდენტო ნომინანტის ასარჩევად განსხვავებული წესი აქვთ, რასაც კოკუსი ქვია „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეფრი იანგი ცდილობდა გაერკვია, თუ რა სხვაობაა კოკუსს და პირდაპირ არჩევნებს შორის.

მართალია ცხელი ზაფხული უკვე შორსაა, მაგრამ აიოვასა და სხვა შტატებში საპრეზიდენტო საარჩევნო ციებ-ცხელება იგრძნობა. განსაკუთრებით ახლა, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დრო მოახლოვდა. აიოვა პირველი შტატი იქნება, სადაც თეთრი სახლის მომავალი პრეტენდენტის ვინაობა გაირკვევა. აიოვასა და რამდენიმე შტატში კანდიდატის ასარჩევად პირდაპირი წესს არ იყენებენ. აქ კოკუსის სისტემა მოქმედებს. ის უფრო რთულია, ვიდრე პირდაპირი არჩევნები. კოკუსის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი ბენჯამინ გინსბერგი საუბრობს:

„შტატის მასშტაბით მოსახლეობა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ასამბლეაში რეგისტრირდება, სადაც ეწყობა მათ შორის დებატები და დისკუსიები და დღის ბოლოსთვის ასამბლეაში დარეგისტრირებულები აწყობენ კენჭისყრას. შემდეგ მთელი შტატიდან ამგვარი კენჭისყრის შედეგები იკრიბება,“ - ამბობს გინსბერგი.

ამ ხმებით კი განისაზღვრება თითოეული კანდიდატისადმი დელეგატების მხარდაჭერის დონე. არჩეული დელეგატები კი შემდეგ მიდიან პარტის ყრილობაზე, სადაც ოფიციალურად აირჩევენ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს. კოკუსის პროცესს კანდიდატების მხრიდან შტატის კველა კუთხეში მძიმე და დაძაბული მუშაობა სჭირდება. ზოგიერთი ანალიტიკოსი კოკუსის წესს სკეპტიკურად უყურებს. მათ შორისაა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ანალიტიკოსი მარკ რომი:

„კოკუსი საბოლოოდ ვერ წარმოადგენს ამომრჩევლის დიდი ნაწილის ნებას. ის ხალხი, ვინც დროს და ყურადღებას უთმობს კოკუსის პროცესს, პარტიის წევრები არიან. უფრო მეტად კონსერვატიულები არიან, ვიდრე მათი ამომრჩევლები, ისევე როგორც დემოკრატები უფრო ეტად ლიბერალები არიან ვიდრე მათი მხარდამჭერები“ - ამბობს მარკ რომი.

თუმცა, ბევრისთვის კოკუსის პროცესი დემოკრატიულ იდეალებთან ახლოს დგას. ამ მოსაზრებას იზიარებს ჰოვარდის უნივერსიტეტის ანალიტიკოსი ლორენცო მორისი. მისი თქმით, კოკუსი არა მხოლოდ ასახავს საზოგადოების განწყობას, არამედ გამოხატავს დემოკრატიის იდეალებს.

XS
SM
MD
LG