ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრაიმერებამდე ერთი კვირა დარჩა


პრაიმერებამდე ერთი კვირა დარჩა
პრაიმერებამდე ერთი კვირა დარჩა

ისტორიულად, პრაიმერი ყველა შტატში იმართება და თითოეული მათგანი ამა-თუ იმ კანდიდატს ირჩევს.

აიოვაში სამშაბათს გამართული რესპუბლიკური პარტიის კოკუსის შემდეგ, საარჩევნო ციებ-ცხელება ნიუ ჰამპშირში გაიდავა, სადაც პრაიმერები დაიწყება. პრაიმერის დროს ამერიკელები გადაწყვეტენ იმას, თუ ვინ გაუწევს პრეზიდენტ ბარაკ ობამას პრედენდენტობას საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ნიუ ჰამპშირი პატარა შტატია, რომლის ქალაქებშიც ცხოვრება თითქოს ჩერდება საპრეზიდენტო არჩევნებს შორის. თუმცა, ყოველ 4 წელში ერთხელ სწორედ აქედან იწყებენ ამერიკელი პოლიტიკოსები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის აქტიურ კამპანიას.

ისტორიულად პრაიმერი ყველა შტატში იმართება და თითოეული მათგანი ამა-თუ იმ კანდიდატს ირჩევს. ერთი განსხვავება ნიუ ჰამშირსა და დანარჩენ შტატებს შორის ის არის, რომ აქ ეკონომიკური კრიზისი იმდენად არ იგრძნობა, რამდენადაც ამერიკის სხვა შტატებში. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამის გამო, ამომრჩეველი განსხვავებული კრიტერიუმით შეარჩევს კანდიდატს.



XS
SM
MD
LG