ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრამდე პროცედურული საკითხებია დარჩენილი


წარმომადგენელთა პალატის საპროცედურო კომიტეტი სამშაბათს იმპიჩმენტის პროცესში კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს. პრეზიდენტის მიმართ არსებული ბრალდებების და იმპჩმენტის მუხლების განხილვის შემდეგ, ამას უკვე სრული პალატის კენჭისყრა მოჰყვება.

კომიტეტის შეხვედრა პროცედურული საკითხია იმისთვის, რომ პალატის სრული შემადგენლობის წინაშე იმპიჩმენტის საკითხი კენჭისყრაზე დააყენონ.

ამ პროცესის პარალელურად, ტრამპი დემოკრატ კანონმდებლებს კიდევ ერთხელ დაესხა თავს "ტვიტერით" და თქვა, რომ ყალბი ახალი ამბების გამავრცელებელ მედია-საშუალებებთან ერთად ისინი ცდილობენ რესპუბლიკური პარტიის ცხოვრება იმდენად რთული გახადონ, რამდენადაც შეუძლიათ.

დონალდ ტრამპი, ამერიკის 45-ე პრეზიდენტი, შესაძლოა ისტორიაში მესამე ამერიკელი ლიდერი გახდეს, რომლის იმპიჩმენტიც მოხდება. მართალია წარმომადგენელთა პალატის მიერ იმპიჩმენტგამოცხადებული პრეზიდენტის თანმდებობიდან გადაყენების საკითხი სენატში უნდა გადაწყდეს, მაგრამ ქვეყნის 243-წლიან ისტორიაში ეს მაინც მნიშვნელოვან მოვლენად დარჩება. სენატში რესპუბლიკელები უმრავლესობას ფლობენ, შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ სასამართლო, რომელიც ზედა პალატაში გაიმართება, პრეზიდენტს "გაამტყუნებს" და მის მიერ თანამდებობის დატოვებას დაუჭერს მხარს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG