ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხენის ხორცის სკანდალი მთელ ევროპას მოედო


დნმ ანალიზი ადასტურებს, რომ ცხენის ხორცის შემცველი პროდუქტი ევროკავშირის 13 ქვეყანის სუპერმარკეტებში იყიდება

ირლანდიაში და დიდ ბრიტანეთში დაწყებული სკანდალი ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. დნმ ანალიზის შედეგად მტკიცდება, რომ ევროპის 13 ქვეყანაში ცხენის ხორცის შემადგენლობა დახლზე სულ ცოტა 30 პროცენტს შეადგენს. გატარებულ ხორცპროდუქტებს შორის, რომელშიც ცხენის ხორცი აღმოაჩინეს, არის ჰამბურგერები, ლაზანია, ტორტელინი და ბოლონიური საწებელი.

გამოძიებას ევროკავშირის პოლიციის სააგენტო "ევროპოლი" აწარმოებს. დაპატიმრებულია 3 ადამიანი. მათ ბრალად იაფფასიანი ხორცის გაყინულ ძროხის ხორცად გასაღება ედებათ. პარალელურად ფრანგი ოფიციალური პირები კომპანია "სპანგეროს" რუმინელ მიმწოდებლებს ძროხის ხორცის ანალოგიურ ფალსიფიცირებაში ადანაშაულებენ. კომპანია ბრალდებას უარყოფს. გერმანიის, უნგრეთის, დანიის და სხვა მრავალი ქვეყნის სუპერმარკეტებმა საეჭვო დასახელების ხორცის გაყიდვა შეაჩერეს. სკანდალის გამო სკოლების, უნივერსიტეტების და საავადმყოფოების სასადილოებში დიდი არეულობაა. მოსახლეობა საკვები პროდუქტების მეტ რეგულირებას მოითხოვს.


XS
SM
MD
LG