ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანის თაობაზე ტექნიკური მოლაპარაკებები დაიწყება


ერაყის სამხედრო ძალების ქმედუნარიანობის გაუმჯობესება შეერთებულ შტატებს და ერაყს საშუალებას აძლევს იფიქრონ იმ დღეზე, როდესაც ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტული ჯგუფის და მისი ნარჩენებისგან მომდინარე საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ბაღდადს ამერიკული ძალების დახმარება აღარ დასჭირდება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრ ფუად ჰუსეინს შორის ვირტუალური მოლაპარაკებების შემდეგ, ოთხშაბათს გამოქვეყნებულ კომუნიკეში ორი ქვეყანა შეთანხმდა დაიწყონ ტექნიკური მოლაპარაკებები, რომელიც ამერიკული ძალების გამოყვანის განრიგს დაადგენს.

ამჟამად ერაყში 2500 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, მეზობელ სირიაში კი 1000-ზე ცოტა ნაკლები. მათი ამოცანა ერაყის სამხედრო ძალების და კოალიციის მიერ მხარდაჭერილი სირიის დემოკრატიული ძალების გაძლიერებაა, რათა ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოზე” წნეხი შეინარჩუნონ. ეს ტერორისტული ჯგუფი, თვითგამოცხადებული ხალიფატის ბოლო ნარჩენების სირიაში დამარცხების შემდეგ, ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობს საკუთარი თავის აღდგენას.

ვირტუალური მოლაპარაკების შემდეგ, შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს, რომ ამჟმად “ისლამური სახელმწიფო”, რომელიც არაბული აკრონიმით, “დაეშ”-ითაც არის ცნობილი, ჯერ კიდევ საფრთხეს წარმოადგენს და უახლოეს მომავალში ერაყიდან ამერიკული ჯარის გამოყვანის დაწყების გეგმა არ არსებობს.

2021 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, ერაყის კონტრტერორისტულმა სამსახურმა “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ 100-ზე მეტი ოპერაცია ჩაატარა, მათი 34 მებრძოლი გაანადგურა და 99 დააპატიმრა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG