ოთხი თვის თავზე, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში პოლიტიკური კრიზისის სახეს იღებს. დღეს, ჰონგ-კონგის მეთაურს კერი ლამს საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მოხსენების შეწყვეტა მოუწია.
დემოკრატიის მომხრე კანონმდებლებმა ხმამაღალი შეძახილებით მას სიტყვით გამოსვლის საშუალება აღარ მისცეს. კანონმდებლებს ხელში ტრანსპარანტები ეჭირათ, რომელზეც კერი ლამს ხელები სისხლში აქვს გასვრილი.
კერი ლამმა დარბაზი დატოვა და მიმართვა მოგვიანებით, სატელევიზიო ეთერით გააკეთა. სესია საკანონმდებლო საბჭოს პრეზიდენტმა ენდრიუ ლანგმა გადაიბარა.
მასობრივი ანტისამთავრობო აქციები ჰონგ-კონგში ივნისში დაიწყო. თავიდან დემონსტრანტები ექსტრადიციის კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომელიც დამნაშავეების ჩინეთში ექსტრადიციას ითვალისწინებდა. პოლიციამ ძალა რამდენჯერმე გამოიყენა, თუმცა ძლიერი ზეწოლის შედეგად, ექსტრადიციის კანონპროექტი გაუქმდა. მოგვიანებით, საპროტესტო აქციები სრული დემოკრატიის გარანტიების და კერი ლამის გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა.
Facebook Forum