ჰოლანდიელი უფლებადამცველი აქტივისტები და ისლამური ჯგუფები შიშობენ, რომ შოვინისტურად განწყობილი, კანონის თვითნებურად აღსრულების მომხრე პირები შეეცდებიან თავსაბურავის ამკრძალავი წინააღმდეგობრივი კანონის ძალდატანებით შესრულება მოითხოვონ.
ჰოლანდიის პოლიციამ, სატრანსპორტო კომპანიებმა და მუნიციპალურმა ხელისუფლებამ, სახის დამფარავი სამოსის აკრძალვის აღსრულების მიმართ წინაღმდეგობა გამოხატეს. ახალი კანონი მუსლიმ ქალებს, რომლებიც საჯარო ადგილებში სხეულის მთლიანად დამფარავ სამოსს, ჩადრს ან ნიღაბს ატარებენ, კანონის დამრღვევად აცხადებს.
სატრანსპორტო კომპანიები და ჰოლანდიის წამყვანი საავადმყოფოები აცხადებენ, რომ კანონის აღსრულებას არ აპირებენ. ამსტერდამის, როტერდამის და უტრეჰტის ხელისუფლებმა განაცხადეს, რომ ეს აკრძალვა მათთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს. როტერდამის მერმა აჰმედ აბუთალებმა თქვა, რომ გვაქვს ძალიან ბევრი კანონი და პოლიციელთა არასაკმარისი რაოდენობა, როტერდამს უფრო დიდი პრობლემები აქვს - მკვლელობა, ნარკოტიკები, საზოგადოების რღვევა.”
მუნიციპალური ხელისუფლების პოზიციამ აღაშფოთა პოპულისტები და შოვინისტები, რომლებიც ამ აკრძალვის შემოღებას ითხოვდნენ.
აკრძალვის მომხრეები ამბობენ, რომ ის ანტი-მუსლიმური არ არის და ყველა წარმომავლობის ადამიანისგან სახის ყოველგვარი საბურავის, მათ შორის, მოთხილამურის ნიღბის, მუზარადის და ბალაკლავის მოცილებას ითხოვს, როდესაც საჯარო შენობებში შედიან ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ.
საფრანგეთმა, ევროპაში პირველად, სახის დამფარავი ქსოვილით საზოგადოებრივ შენობებში შესვლა, თითქმის ათწლეულის წინ აკრძალა და მას სხვა ქვეყნებმაც მიბაძეს, მათ შორის ესპანეთმა, იტალიამ და ავსტრიამ.