ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრია შვიდი მეჩეთის დახურვას აპირებს


ავსტრიის მემარჯვენე მთავრობა შვიდი მეჩეთის დახურვას და სულ მცირე, 40 იმამის და მათი ოჯახების ქვეყნიდან გაძევებას გეგმავს. მთავრობის ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი „პოლიტიკური ისლამი“ და უცხოური დაფინანსებაა.

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰერბერტ კიკლი მემარჯვენე „თავისუფლების პარტიიდან“ აცხადებს, რომ თურქული დაჯგუფება „ათიბის“ მიერ ავსტრიაში დაფინანსებულ იმამების საქმიანობას სამინისტრო შეისწავლის.

ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი აცხადებს, რომ მთავრობა თურქულ ნაციონალისტურ მეჩეთს ვენაში დახურავს და დაშლის არაბული რელიგიის ჯგუფს, რომელიც ქალაქში ექვს მეჩეთს მართავს.

თურქეთი ავსტრიის ამ გადაწყვეტილებას „ანტი-ისლამურს“ და „რასისტულს“ უწოდებს.

„ავსტრიის მიერ შვიდი მეჩეთის დახურვა და იმამების დეპორტაცია არის ქვეყანაში არსებული პოპულისტური ტალღის და რასისტული დისკრიმინაციის მაგალითი“ აცხადებს თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ კალინი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG