ჰილარი კლინტონის წიგნის პრეზენტაციის ღონისძიებებს ბევრი დემოკრატი მხარდამჭერი ესწრება. მათ ორ წელში დაგეგმილ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე კლინტონის ერთ-ერთ კანდიდატად ნახვა სურთ. თავად კლინტონი კი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მომავალი წლის დასაწყისში გამოაცხადებს.
კლინტონის წიგნი ძირითადად ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე საუბრობს იმ პერიოდის განმავლობაში, როცა კლინტონი ქვეყნის სახელმწიფო მდივანი იყო. თუმცა, წიგნი ასევე დიდ ყურადღებას ამახვილებს საშინაო პოლიტიკაზეც, რაც ზოგიერთ მიმომხილველს აფიქრებინებს, რომ ის 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აუცილებლად იყრის.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების საფუძველზე ჩანს, რომ კლინტონი ამერიკელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების პროფესორი ჯონ საიდსი ამბობს, რომ უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, კლინტონი ერთ-ერთი უძლიერესი საპრეზიდენტო კანდიდატია.
„მას ამომრჩევლის უმრავლესობა კარგად იცნობს. არ მგონია ამ ეტაპზე მას იმიჯის მართვა სჭირდებოდეს. საბოლოო ჯამში, უმნიშვნელოვანესი საკითხი ის არის თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად კლინტონი - აქვს თუ არა მას შესაძლებლობა და ენერგია იმისთვის, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს.“
კლინტონი ამ მდგომარეობაში ადრეც ყოფილა. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფავორიტი იყო. წინასწარ არჩევნებში მაშინ ამერიკის სენატორ, დღეს კი ამერიკის პირველ შავკანიან პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან მოუწია პაექრობა.
დემოკრატიული პარტიის სტრატეგი სელინდა ლეიკი ამბობს, რომ თუ კლინტონმა 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა ის ქალი ამომრჩევლის მობილიზებას ადვილად შეძლებს, რომლებსაც მტკიცედ სჯერათ, რომ ამერიკის ისტორიაში დადგა დრო, როცა პრეზიდენტად ქალი უნდა იქნეს არჩეული.
„წინა არჩევნებზე ამერიკელების უმრავლესობამ დააფიქსირა აზრი, რომ ამერიკა პრეზიდენტად აფრიკული წარმომავლობის ადამიანს უფრო აირჩევს, ვიდრე ქალს. ახლა დადგა დრო, როცა ამომრჩეველი ქალები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის პოსტზე სხვა ვინ უნდა აირჩიონ თუ არა ჰილარი.“
ჯონ საიდსი ამბობს, რომ 2008 წელს დამარცხების შემდეგ კლინტონი მომავალ არჩევნებზე განსხვავებულ სტრატეგიას შეიმუშავებს.
„ჩემი აზრით, ერთი რამ, რაც მათ გამოცდილების საფუძველზე ისწავლეს იყო ის, რომ მოუმზადებელი შეხვდნენ პრაიმერის და სხვა შიდაპარტიული არჩევნებს.“
ამომრჩეველი საბოლოო არჩევანს პარტიის ფავორიტ კანდიდატზე ყოველთვის არ აკეთებს. მაგალითად 1972 წელს მეინის სენატორი ედმუნდ მაკსი დემოკრატიული პარტიის ფავორიტი იყო, რომელსაც ყველა გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა. საბოლოო ჯამში მან პირველობა სამხრეთ დაკოტელ სენატორ ჯორჯ მაკგოვერნს დაუთმო. მაკგოვერნმა არჩევნები პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონთან წააგო. მოგვიანებით, მისი წინასაარჩევნო კამპანიის სტრატეგია 1976 წელს ჯიმი კარტერის, 1992 წელს ბილ კლინტონისა და 2008 წელს ბარაკ ობამას კამპანიებმა დანერგეს.