ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიახლე მედიცინის ისტორიაში


მუმიების შესწავლა კანზასის უნივერსიტეტში მეცნიერებს მეტად საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას აძლევს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ათეროსკლეროზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც არტერიის კედლები სქელდება და ეშვება, რის გამოც სისხლის მიმოქცევა მათში ძნელდება. ტრადიციული შეხედულებების მიხედვით, ის არასწორი ცხოვრების წესთან ასოცირდება და უმეტესად შუახნის ადამიანებს ემართება, რომლებიც ცუდად იკვებებიან, ნაკლებად ვარჯიშობენ, ეწევიან და ასე შემდეგ. ამერიკელი მეცნიერების ერთი ჯგუფი კი მისურის შტატიდან ამტკიცებს, რომ მათ უტყუარი დასტური აქვთ იმის, რომ დაავადება ჩვენი თანამედროვე ცხოვრების სტილის ჩამოყალიბებამდე, ბევრად უფრო ადრე არსებობდა.

მისური-კანზას სითის უნივერსიტეტში 137 მუმიის კომპიუტერული ტომოგრაფიის ანალიზი გაკეთდა. მეცნიერები არტერიული დაავადებების ნიშნებს ეძებდნენ. მკვლევარი რენდალ ტომფსონი ამბობს, რომ კოლეგებთან ერთად მუმიების დაახლოებით ერთ მესამედში ათეროსკლეროზის სიმპტომები აღმოაჩინეს.


დავასკვენით, რომ დაავადება ადამიანის დაბერებას უკავშირდება და არა იმდენად რაიმე ტიპის დიეტას ან ცხოვრების წესს“ - აღნიშნავს მეცნიერი.

მუმიები ძირითადად ძველი ეგვიპტიდან და პერუდან გამოიკვლიეს. ასევე რამდენიმე შეერთებული შტატებიდან, კერძოდ, იუტა და ალასკიდან იყვნენ. დაახლოებით, საუბარია 4 000-წლიან დროის ინტერვალზე. პროფესორი ტომფსონის თქმით, მე-19 საუკუნის დროინდელ მუმიებში ათეროსკლეროზი განსაკუთრებით ხშირად აღინიშნებოდა, ყოველი 5-დან სამს არტერიების კედლების შესქელების ნიშნები ჰქონდა.


ამ შემთხვევაში საუბარია შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მდებარე კუნძულზე ნაპოვნ მუმიაზე. მისი ცხოვრების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ უფრო ნადირობა და თევზაობა იქნებოდა. მას ზუსტად იგივე მდგომარეობა აქვს, როგორც ჩვენს პაციენტებს, რომელთაც გულის სასწრაფო ოპერაციას ვუნიშნავთ“ - აღნიშნავს მეცნიერი.

ათეროსკლეროზი შეიძლება გულის შეტევის მიზეზი გახდეს, მაგრამ - ყოველთვის არა. მკვლევარები ამბობენ, რომ მათ არ შეუძლიათ დაბეჯითებით იმის მტკიცება, რომ არტერიული დაავადებები შესწავლილ მუმიებში მათი დაღუპვის მიზეზი გახდა. იმაზე, თუ რამდენად ფატალური იყო ათეროსკლეროზი ძველ დროში, პროფესორი სამუელ ვანი საუბრობს. ის ვისკონსინის შტატში მილუოკის წმიდა მერის ჯანდაცვის ორგანიზაციაში მუშაობს და ამბობს, რომ მსგავსი გართულებები ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტის ხანაშია აღწერილი.

ამის შესახებ სარკოფაგებში ნახატებიც კი მოიპოვება. აქ ნახავთ ჩანახატებს, როგორ ეცემა ადამიანი და თან სავარძლის სამაჯურს ებღაუჭება. რაც ძალიან გავს გულის შეტევის სცენას“ - აღნიშნავს სამუელ ვანი.

აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია სან ფრანცისკოში გამართულ ამერიკელ კარდიოლოგთა კოლეგიის სხდომაზე შედგა, რის შემდეგაც ის ჟურნალისტებს გააცნეს. რანდალ ტომფსონის და მისი კოლეგების კვლევის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტშიც, გამოცემაში “ლანცეტი” (The Lancet).
XS
SM
MD
LG