ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელმა ექიმებმა შიდსით დაავადებული ბავშვი განკურნეს


დამატებითიკვლევა და ტესტირებაა საჭირო იმის დასადგენად, იმოქმედებს თუ არა მკურნალობის იგივე მეთოდი სხვა ინფიცირებულ ბავშვებზე

ამერიკელი ექიმები აცხადებენ, რომ შეძლეს შიდსის გამომწვევი აივით ინფიცირებული ბავშვის განკურნვა. მას მკურნალობა ადრეულ ეტაპზე ტრადიციული ანტირეტროვირუსული მედიკამენტებით დაუწყეს.

ორი წლის გოგონას მკურნალობა ექიმებმა აივის საწინააღმდეგო სამი მედიკამენტით მისი დაბადებიდან 30 საათის შემდეგ დაიწყეს.
მისისიპის შტატის ექიმების განცხადებით, გოგონა „ფუნქციონალურად განკურნებულია.“ ეს იმას ნიშნავს, რომ სტანდარტული ტესტირების მეთოდებით მის სისხლში ვირუსი აღარ ჩანს და მას წამლების მიღება მთელი ცხოვრება აღარ დასჭირდება.

ექიმები აცხადებენ, რომ დამატებითი კვლევა და ტესტირებაა საჭირო იმის დასადგენად იმოქმედებს თუ არა მკურნალობის იგივე მეთოდი სხვა ინფიცირებულ ბავშვებზე.
XS
SM
MD
LG