ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუბერკულოზის ახალმა ვაქცინამ ვერ გაამართლა


სამხრეთ აფრიკაში 3000 ბავშვზე ჩატარებულმა კვლევამ უარყოფითი შედეგები გამოავლინა

როგორც ირკვევა, უახლესი ტუბერკულოზის ვაქცინა, რომელზეც მეცნიერები თითქმის ერთი საუკუნე მუშოაბდნენ, აქამდე არსებულ ვაქცინაზე ბევრად ეფექტური არ არის და ბავშვებში ტუბერკულოზის ინფექციისგან დაცვის სრულ გარანტიას ვერ იძლევა. ეს შედეგები სამხრეთ აფრიკაში 3000 ბავშვზე ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა.

ვაქცინას სახელწოდებით MVA85A -ს ამჟამად მეცნიერები იკვლევენ და ცდილობენ გაარკვიონ, თუ რამ გამოიწვია ზემოხსენებული შედეგები. ასევე საინტერესოა, დადგინდეს, თუ რა ასპექტებია გასათვალისწინებელი სამომავლოდ.

ტუბერკულოზის პირველი ვაქცინა BCG მეცნიერებმა 1921 წელს შექმნეს. ექიმები ვაქცინას დაავადების ყველაზე გავრცელებულ ქვეყნებში დღემდე წარმატებით იყენებენ. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ BCG-ის ვაქცინის ეფექტურობა მხოლოდ რამდენიმე წელია და ორგანიზმში არანაირ იმუნიტეტს არ ავითარებს.
XS
SM
MD
LG