ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზავის პირველ დღეს "ჰამასმა" 24 მძევალი გაათავისუფლა


დაჯგუფება "ჰამასმა", ისრაელთან მიღწეული დროებითი ზავის ფარგლებში, 24 მძევალი გაათავისუფლა. ინფორმაციას "წითელი ჯვარი" ადასტურებს. გათავისუფლებულთა შორის არიან ისრაელის მოქალაქე ქალები და ბავშვები და ტაილანდელი მოქალაქეები, რომლებიც ისრაელში ფერმებში მუშაობდნენ.

რამდენიმე დღის წინ, ყატარის შუამავლობით, ისრაელი და "ჰამასი" დროებითი ზავის პირობებზე შეთანხმდნენ. ომის 7 კვირის განმავლობაში პირველად, ამ ზავის მიხედვით, პარასკევს ღაზის სექტორში ცეცხლი შეწყდა და "წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ" მძევლების გამოყვანის ოპერაცია დაიწყო. ისრაელი კი პალესტინელლ პატიმრებს ათავივსუფლებს. წითელი ჯვრის ცნობით, ღაზიდან გამოყვანილია 24 მძევალი.

ისრაელის მედია იტყობინება, რომ "წითელმა ჯვარმა", ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალურ დანაყოფთან ერთად ისრაელის, 13 მოქალაქე გამოიყვანა, ქალები და ბავშვები. ისრაელის მთავრობას ან დაჯგუფება "ჰამასის" მეთაურებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ამასთან, ტაილანდის პრემიერმა თქვა, რომ გათავისუფლებულია მათი 12 მოქალაქეც, რომლებიც ისრაელში მუშაობდნენ.

ჟურნალისტები ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ტაილანდელი მუშების გათავისუფლება ისრაელ-"ჰამასის" ზავის ნაწილი არ ყოფილა და ის ცალკე მოლაპარაკებების საგანი იყო, რაც ეგვიპტისა და ყატარის შუამავლობით გახდა შესაძლებელი. ტაილანდელი მოქალაქეები, ისრაელილს სამხრეთში, ფერმებში მუშაობდნენ და ისინი "ჰამასის" მებრძოლებმა 7 ოქტომბერს, ქვეყანაში შეჭრისას გაიტაცეს. დღემდე, "ჰამასს" მხოლოდ 4 მძევალი ჰყავდა გათავისუფლებული. მეხუთე კი ისრაელის ჯარმა გაათავისუფლა. სამხედრო ოპერაციისას აღმოაჩინეს ორი მოკლული მძევლის ცხედარიც. სხვა მძევლების მდგომარეობა და ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობია.
ზავის მიხედვივთ, ამ ოთხი დღის განმავლობაში 50 მძევალი უნდა გათავისუფლდეს, 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ. პარასკევვს ისრაელმა 39 დაკავვებული უნდა გადასცეს ღაზას, მათგან 24 ქალი და 15 მოზარდი.
ღაზაში, 7 კვირის განმავლობაში, დღეს ცეცხლი და საომარი მოქმედებები პირველად შეწყდა. არც საჰაერო იერიშები ყოფილა და არც სარაკეტო თავდასხმები. თუმცა, მხარეები ერთმანეთს მაინც ადანაშაულებენ პირობების დარღვევაში და ამბობენ, რომ ზავის ვადის ამოწურვისთანავე ომს განაგრძობენ. ისრაელი ამბობს, რომ საომარ მოქმედებებს მანამ არ განაახლებს, სანამ დღეში მინიმუმ 10 მძევალი მაინც გათავისუფლდება.
XS
SM
MD
LG