ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი გათავისუფლებული მძევლების შესახვედრად ემზადება


ისრაელის დროით შუადღის 4 საათზე, "ჰამასმა" 13 მძევალი უნდა გაათავისუფლოს - ქალები და ბავშვები. მათი ვინაობა ჯერ საზოგადოებისთვის უცნობია. თუმცა, 24 ნოემბერს უნდა ამოქმედდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ის შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა ყატარის შუამავლობით მიაღწიეს. ისინი შინ სამხედრო ვერტმფრენებით გამგზავრებიან და საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას მიიღებენ.

ისრაელის საჰაერო ძალებმა გაავრცელა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ვერტმფრენის დაფრენის ადგილებზე მძევლებს თოჯინებით, ფერადი სათამაშოებით და პირადი ჰიგიენისთვის აუცილებელი ნივთებით ელოდებიან. რამალასთან ახლოსმდებარე საპატიმროში გადაიყვანეს ის პალესტინელი პატიმრებიც, რომლებიც ისრაელმა უნდა გაათაივსუფლოს.

"ჰამასმა", 7 ოქტომბერს გატაცებული მძევლების ნაწილი მეზობელი ეეგვიპტის საზღვართან უნდა მიიყვანოს. ისრაელი კი, სანაცვვლოდ, ციხიდან 39 პალელსტინელს გაათავვისუფლებს.

პატიმართა გაცვლა იმ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილია, რომელიც "ჰამასის" წინააღმდეგ ისრაელის მიერ ომის გამოცხადებიდან 48 დღის შემდეგ ამოქმედდება.

"დღევანდელი დღე პირველი სინათლეა გვირაბის ბოლოს. ჩვენ ამ ყველაფერში ერთად ვართ", - თქვა საჰაერო ძალების ვიცე-პოლკოვნიკმა, ვიდეო ბრიფინგისას. სამხედრო მეთაურები საზოგადოებას სთხოვენ მძევლებს პატივი სცენ, მისცენ მათ დრო, მიიღონ საჭირო სამედიცინო დახმარება, შეხვდნენ ახლობლებს და დაისვენონ.

ისრაელის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ვერტმფრენები მძევლებს ეგვიპტის აეროპორტში აიყვანენ, სავარაუდოდ ელ არიშის აეროპორტში, ღაზის მახლობლად. თუმცა, ეს კაიროს ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ვერტმფრენებში სამხედრო გუნდთან ერთად იქნებიან ექიმები და ის სპეციალისტები, რომლებსაც ამგვარ ვითარებაში კომუნიკაციისა და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევვის გამოცდილება აქვთ. ისინი პირველი ისრაელელები იქნებიან, ვინც ყოფი ლმძევლებს შეხვდებიან. ამ პროცესის ყველა დეტალი წინასწარაა გათვლილი.

"პერსონალი მათ პირადად შეხვდება, სახელებით გაეცნობა, მძევლები დაინახავენ მათ სახეებსა და ღიმილს. ადგილზე მყოფი ექიმები და სხვა სპეციალისტები კი მათთან ისე იმუშავებენ, როგორც ეს ყველაზე საჭირო და კარგი იქნება", - ამბობენ ისრაელის მთავრობაში და განმარტავენ, რომ ეცდებიან ყველა შესაძლო სტრეს-ფაქტორი გამორიცხონ და ფრენის დისკომფორტიც შეამცირონ. მათ შორის, მზადაა ბავშვებისთვის ხმის ჩამხშობი ყურსასმენები. ადგილობრივი მედია ამბობს, რომ ისრაელის შესაბამისმა სამსახურებმა შესაძლოა დაკითხონ "ჰამასისგან" გათავივსუფლებული მძევლები, საჭირო ინფორმაციის მისაღებად, თუმცა ბავშვები ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ და ისინი საჭირო ფიზიკური, სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური დახმარების მიღების შემდეგ ოჯახებს დაუბრუნდებიან.

ამ დრომდე, "ჰამასმა" მხოლოდ 4 მძევალი გაათავისუფლა. მეხუთე კი ისრაელის ჯარმა გაათავისუფლა. სამხედრო ოპერაციისას აღმოაჩინეს ორი მოკლული მძევლის ცხედარიც. სხვა მძევლების მდგომარეობა და ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობია.

XS
SM
MD
LG