ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერომ იარაღის კონტროლის ხელშეკრულება დაამტკიცა


იარაღის საწარმოებს ეკრძალებათ გენოციდსა და სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილებს იარაღი მიჰყიდონ

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ იარაღის გლობალური ვაჭრობის პირველი ხელშეკრულება დაამტკიცა, რომლის შედეგადაც ტერორისტებს და კრიმინალებს იარაღთან ხელი ნაკლებად მიუწვდებათ.

გაეროს 154 წევრმა ხელშეკრულებას ხმა მისცა. ირანმა, ჩრდილოეთ კორეამ და სირიამ კი წინააღმდეგი გამოვიდნენ. 23 ქვეყანამ თავი შეიკავა.

ხელშეკრულების თანახმად, იარაღის საწარმოებს ეკრძალებათ გენოციდსა და სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილებს იარაღი მიჰყიდონ.

შეერთებული შტატების სახელმწფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, ხელშეკრულება ძლიერი და აფექტრია. იგი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება დაიცავს ქვეყნების უფლებას, კანონიერი იარაღით ვაჭრობა აწარმოონ.
XS
SM
MD
LG