ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მწვანე ბარათის ლატარეა შესაძლოა გაუქმდეს


ლატარეა "ამერიკული ოცნების" ახდენის შანსს იძლეოდა ნებისმიერი მსურველისთვის

პოპულარული მწვანე ბარათის გათამაშება შესაძლოა გაუქმდეს იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი საემიგრაციო რეფორმის გეგმას ამჟამინდელი ვერსიით მიიღებს.

ლატარეა "ამერიკული ოცნების" ახდენის შანსს იძლეოდა ნებისმიერი მსურველისთვის. ახალი გეგმის მიხედვით კი მთავარი ყურადღება გამახვილდება აშშ-ში სპეციფიური უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების ქვეყანაში მიღებაზე, კერძოდ მეცნიერების, ინჟინრების, მათემატიკოსებისა და ტექნოლოგიების სპეციალეისტების.

ლატარეა აწ გარდაცვლილი სენატორ ედვარდ ენედის იდეა გახლდათ, რომელიც 1990 წელს შემოიღეს. გათამაშება, რომელიც "მწვანე ბარათის ლატერეის სახელითაა" ცნობილი შედარებით მცირე მაშტაბებისაა, რომელიც დაახლოებით 50 000 ადამიანს ენიჭება, საემიგრაციო რეფორმის მიხედვით კი მოქალაქეობას მილიონამდე ადამიანი მიიღებს.
XS
SM
MD
LG