ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთის ნაპირთან ორი მიგრანტი დაიღუპა


ორშაბათს დილით საბერძნეთის საზღვაო პატრულმა 36 მიგრანტის გადარჩენა შეძლო. 2 ადამიანი დაიღუპა

საბერძნეთის ოფიციალური წყაროების ცნობით, დღეს დილით კუნძულ სამოსთან 2 მიგრანტი დაიღუპა. დაახლოებით იმავე ადგილას, სადაც გასულ წელს ასობით მიგრანტი დაიხრჩო, მიგრანტებით სავსე ორი ნავი გადაყირავდა. საზღვაო პატრულმა 36 ადამიანის გადარჩენა შეძლო.

ოფიციალური წყაროების მიხედვით, მიგრანტების წარმომავლობა ჯერჯერობით უცნობია. საბერძნეთის ნაპირებზე ძირითადად აფრიკიდან, აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული ემიგრანტები ჩადიან. მათი უმრავლესობა ყოველგვარ უსაფრთხოებას მოკლებული ნავებით მგზავრობს და შემდეგ ევროკავშირში შეღწევას ცდილობს.
XS
SM
MD
LG