ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთი არჩევანის წინაშეა


პრემიერ მინისტრმა მოსახლეობა ევროზონაში ეკონომიკური მდგომარეობის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ გააფრთხილა

საბერძნეთის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშებმა და ჟურნალისტებმა მთავრობის მიერ გატარებული ზომები გააპროტესტეს.

ორშაბათს, ქალაქში ტრამვაით მომსახურება შეწყდა და მეტრო სადგურები დაიხურა. ჟურნალისტებმა სამსახურებიდან თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნა 24 საათიანი აქციით გააპროტესტეს.

სამშაბათს, გაფიცულებს საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლებიც შეუერთდებიან და 48 საათიან გაფიცვას დაიწყებენ.

კვირას, საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა, ანტონის სამარასმა მოსახლეობა ევროზონაში ეკონომიკური მდგომარეობის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ გააფრთხილა. მისი თქმით, თუ პარლამენტი რეფორმების შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საბერძნეთი ევროზონიდან გარიცხვის შესაძლებლობის წინაშე დადგება.
XS
SM
MD
LG