ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთი ფინანსური ვალდებულებების წინაშეა


საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაუსრულებიათ

საბერძნეთის განცხადებით, საერთაშორისო კრედიტორები ქვეყნის ფინანსურ გეგმასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდნენ.

15 ოქტომბერს, ფინანსთა მინისტრმა, იანის სტაურნარასმა განაცხადა, რომ საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ევროპის ცენტრალურ ბანკთან და ევროკავშირთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაუსრულებიათ. მისი განცხადებით, ბრიუსელში ორდღაინი სამიტის გახსნამდე შეთანხმება ვერ მოხერხდება.

საბერძნეთის კრედიტორები მოითხოვენ, რომ ქვეყანამ უახლესი ორი წლის განმავლობაში ბიუჯეტი 17 მილიარდი დოლარით შეკვეცოს. ათენის განცხადებით, მას სჭირდება გარკვეული თანხები იმისთვის, რომ შემდეგი თვის ფინანსური ვალდებულებები გადაიხადოს.
XS
SM
MD
LG