ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის კანცლერი საბერძნეთს ეწვევა


საბერძნეთში დაწყებული კრიზისის შემდეგ ეს კანცლერის პირველი ვიზიტია

გერმანიის ლიდერი, ანგელა მერკელი მომავალ კვირას საბერძნეთს ეწვევა. საბერძნეთში დაწყებული კრიზისის შემდეგ ეს კანცლერის პირველი ვიზიტია. ბერძნებს შორის მერკელი დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, განსაკუთრებით ბიუჯეტის მწვავე შეკვეცების მიმართ კანცლერის დამოკიდებულების გამო.

საბერძნეთში არაერთი დემონსტრაცია გაიმართა ამასთან დაკავშირებით. მერკელი საბერძნეთის მთავრობას საბიჯეტო ხარჯების შეკვეცებისკენ მოუწოდებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თქმით, საერთაშორისო დონორები სესხის გაცემაზე უარს იტყვიან. პროფკავშირი მერკელის ვიზიტთან დაკავშირებით დიდი აქციის მოწყობით იმუქრება.

XS
SM
MD
LG