ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფამ, სულ მცირე 36 ადამიანი იმსხვერპლა


სამშაბათ ღამით, საბერძნეთში სამგზავრო მატარებელი პირდაპირ შეეჯახა სატვირთო შემადგენლობას. ყველა ვაგონი რელსებიდან გადავიდა და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მსხვერპლიან სარკინიგზო კატასტროფაში, სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა.

შეჯახებამ და შემდგომმა ხანძარმა ათობით ადამიანის დაშავება გამოიწვია. ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ მსხვერპლის რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება.

შეჯახებასთან დაკავშირებით დააკავეს სადგურის უფროსი და გამომძიებლები ცდილობენ გაერკვნენ, თუ ორი მატარებელი ერთ ლიანდაგზე როგორ აღმოჩნდა.

სამგზავრო შემადგენლობა ათენიდან ჩრდილოეთით, ქალაქ თესალონიკისკენ მიდიოდა და შეჯახება მაშინ მოხდა, როცა ქალაქ ლარისასთან გვირაბიდან გამოვიდა.

ათენსა და ბრიუსელში, კატასტროფის მსხვერპლთა პატივსაცემად დროშები დაუშვეს და ქვეყნის მთავრობამ სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

2017 წელს, საბერძნეთის რკინიგზის ოპერატორი “TRAINOSE”, საერთაშორისო გადაუდებელი ფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, იტალიურ “Ferrovie dello Stato Italiene”-ს მიჰყიდეს და მოელოდნენ რომ მომავალ წლებში რკინიგზის ინფრასტრუქტურაში ასობით მილიონი ევროს ინვესტირება მოხდებოდა.

ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ საბერძნეთის მოძველებულ რკინიგზას განახლება სჭირდება. ბევრი მატარებელი ერთ ლიანდაგზე მოძრაობს და ბევრ ადგილზე სასიგნალო და ავტომატური კონტროლის სისტემებია განსათავსებელი.

XS
SM
MD
LG