ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიაში სამგზავრო მატარებელი სატვირთო შემადგენლობას შეეჯახა


კალიფორნიაში სამგზავრო მატარებელი სატვირთო შემადგენლობას შეეჯახა. ამ კატასტროფის შედეგად სულ ცოტა 17 ადამიანი დაიღუპა და 135 დაშავდა.

სარკინიგზო კატასტროფა ლოს ანჯელესიდან 50 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ჩატვორსში მოხდა.

მაშველებს მთელი ღამის განმავლობაში გამოჰყავდათ ადამიანები დამსხრეული ვაგონებიდან. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს რომელიც ვაგონებიდან გადმოღვრილი ნავთობისგან გაჩნდა.

ლოს ანჯელესის ტელევიზიით მოსახლეობისადმი მიმართვა გადაიცა სისხლის ჩაბარების მოწოდებით.

XS
SM
MD
LG