ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთში ავარია მოხდა


დღეს კატასტროფის ადგილი ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მოინახულა.

პოლონეთის სამხრეთში ვარშავიდან დაახლოებით 200 კილომეტრის მანძილზე სარკინიგზო კატასტროფა მოხდა. უკანასკნელი მონაცემებით, ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახებას 15 ადამიანი შეეწირა და 54 დაშავდა.

დღეს კატასტროფის ადგილი ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მოინახულა. მისი განცხადებით, ავარია პოლონეთის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფაქტია.

ერთმანეთის მიმართულებით მიმავალი ორი მატარებელი შაბათს საღამოს 9 საათზე შეეჯახა ერთმანეთს. პოლონეთის ოფიციალური პირები არკვევენ, თუ რატომ აღმოჩნდა ორი მატარებელი ერთიდაიმავე ლიანდაგზე.

XS
SM
MD
LG