ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთის პარლამენტმა 2012 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა


საბერძნეთის პარლამენტმა 2012 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
საბერძნეთის პარლამენტმა 2012 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

საბერძნეთის პარლამენტმა 2012 წლის საგანგებო ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან მოთხოვნას წარმოადგენდა. შესაბამისად საბერძნეთი მომდევნო დახმარების პაკეტს მიიღებს. საბრძნეთის პარლამენტში, რომლის უმრავლესობასაც სოციალისტები, კონსერვატორები და მემარჯვენე ნაციონალისტები წარმოადგენენ, გავიდა მკაცრი კანონების პაკეტი. ამ ფონზე, ევროპელი ლიდერები ევროკრიზისის დაძლევის გზებს ეძებენ.

სამშაბათს, საკრედიტო სააგენტო "სტანდარტ და ფური" დაემუქრა კრიზისში მყოფი ქვეყნების დამხამრე ფონდებს რეიტინგის დაწევით. ერთი დღით ადრე კი იმავე საკრედიტო სააგენტომ ევროზონის 15 ქვეყანას, გერმანიისა და საფრანგეთის ჩათვლით, ნეგატიური კრედიტის გამო მეთვალყურეობა დაუწესა.

XS
SM
MD
LG