ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გორბაჩოვის აზრით, 1991 წლის პუტჩის გაკვეთილები ჯერ კიდევ აქტუალურია


30 წელი გავიდა წარუმატებელი პუტჩიდან, რომლითაც საბჭოთა კავშირში დემოკრატიული რეფორმების შეჩერება სურდათ. პუტჩის მცდელობამ საბჭოთა კავშირის დაშლა დააჩქარა. ბოლო საბჭოთა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა თქვა, რომ რუსული საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს “ხელისუფლების უუზრპაციას”. ამ ფრაზას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსები ხშირად იყენებენ.

90 წლის გორბაჩოვმა თქვა, რომ 1991 წლის აგვისტოს პუტჩის მცდელობის გაკვეთილი დღევანდელი რუსეთისთვის “მნიშვნელობას ინარჩუნებს”.

ყოფილი საბჭოთა ლიდერის განცხადებაში, რომელიც 18 აგვისტოს, გორბაჩოვის ფონდის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია: “დემოკრატიული პრინციპების და კანონის უზენაესობის დაცვა, ხელისუფლების უზურპაციის ნებისმიერი შესაძლებლობის ან წინდაუხედავი ქმედებების გამორიცხვა არის ის, რაზეც საზოგადოება და სახელმწიფო უნდა იყოს პასუხისმგებელი. მჯერა, რომ რუსეთის განვითარების დემოკრატიული გზა ერთადერთი სწორი გზაა და ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ამ გზით განვითარდება და ნებისმიერ პრობლემებს გადაწყვეტს.”

1991 წლის 18 აგვისტოს, საბჭოთა ოფიციალური პირების ჯგუფმა ქვეყნის ლიდერი, მიხეილ გორბაჩოვი, ყირიმის მისივე აგარაკზე შინაპატიმრობაში მოათავსა და გამოაცხადა დროებითი მთავრობის შექმნა, რომლის მიზანი დემოკრატიული რეფორმების შეჩერება იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG