ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელი კონგრესმენი 6 იანვრის საგამოძიებო კომიტეტს ჩვენებას არ მისცემს


წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობის ლიდერი, რესპუბლიკელი კევინ მაკარტი უარს ამბობს მისცეს ჩვენება საგამოძიებო კომიტეტს, რომელიც 6 იანვრს განვითარებულ მოვლენებს იძიებს.

საგამოძიებო კომიტეტს სურდა მიეღო ინფორმაცია, თუ რა საუბარი შედგა მაკარტისა და პრეზიდენტ ტრამპის თეთრი სახლის ხელმძღვანელ მარკ მედოუსთან 6 იანვარს და მის შემდგომ დღეებში.

კონგრესმენმა მაკარტიმ კომიტეტი გააკრიტიკა და ამბობს, რომ ეს მისი პირადი საუბრები იყო. ჟურნალისტებთან საუბრის დროს ის აღნიშნავს, რომ მისი საუბრები არ უკავშირდება 6 იანვრის საქმეს და ის პირად საუბრებზე მსოფლიოს არ მოუყვება, „სხვა არაფერი მაქვს დასამატებელი,“- ამბობს წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი.

მაკარტი არ არის ერთადერთი რესპუბლიკური პარტიის წევრი, რომელიც საგამოძიებო კომიტეტს ჩვენებას არ აძლევს. დაკითხვაზე გამოძახებულები იყვნენ ჯიმ ჯორდანი და სკოტ პერიც. კონგრესმენებმა ოჰაიოდან და პენსილვანიიდან უარი თქვეს ჩვენება მიეცათ კომიტეტისთვის.

კომიტეტი უკვე თვეების განმავლობაში ცდილობს გაარკვიოს რა საუბრები შედგა პრეზიდენტ ტრამპსა და რესპუბლიკელ კონგრესმენ მაკარტის შორის. არსებობს ჩვენებები, სადაც ნათქვამია, რომ მაკარტი პრეზიდენტ ტრამპს სთხოვდა გაეკეთებინა საჯარო განცხადება, სადაც ის მოუწოდებდა მოქალაქეებს შეეჩერებინათ კაპიტოლიუმზე თავდასხმა, ასევე ის მოითხოვდა, რომ პრეზიდენტს ღიად ეთქვა, რომ 6 იანვრის თავდასხმაში მონაწილეობას ტრამპის მხარდამჭერები იღებდნენ და არა ულტრამემარცხენე ჯგუფ "ანტიფას" წევრები.

გამოძიება კონგრესში თვეების განმავლობაში მიმდინარეობს. საგამოძიებო კომიტეტი დემოკრატების ინიციატივით შეიქმნა. მათი სურვილია დაადგინონ რა მოხდა 6 იანვარს და ვინ რა როლი ითამაშა კაპიტოლიუმზე თავდასხმაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG