ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუგლი და იაჰუ შეშფოთებას გამოთქვამენ


ინტერნეტის საძიებო სისტემები ეროვნული უშიშროების სააგენტოს მიერ საკომუნიკაციო ქსელებში განხორციელებულ აქტივობას გმობენ

ინტერნეტის საძიებო სისტემები-გუგლი და იაჰუ -შეშფოთებას გამოთქვამენ ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოს მიერ მათივე საკომუნიკაციო ქსელებში განხორციელებული აქტივობით.

გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში, გუგლმა განაცხადა, რომ აღშფოთებულია საქმიანობის იმ მასშტაბებით, რომელსაც ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტო ავლენს ინფორმაციის მოძიებისა და ჩავლების მიმართულებით გუგლის კერძო ქსელებიდან. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ცნობები ხაზს უსვამს სისტემის რეფორმის აუცილებლობას.

გუგლმა და იაჰუმ უკვე დაადასტურეს, რომ მათ ნებართვა ამგვარ საქმიანობაზე სააგენტოსთვის არ მიუციათ.

გუშინვე, ამერიკულმა გავლენიანმა გაზეთმა ვაშინგტონ პოსტმა აღნიშნა, რომ უშიშროების სააგენტოს მიერ წარმოებული საიდუმლო პროგრამების შესახებ ედუარდ სნოუდენის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან და ასევე სხვა საქმეში ჩახედული პირებისგან შეიტყო.
XS
SM
MD
LG