ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"გუგლის" პრობლემები ევროპაში


საფრანგეთი გუგლს ფრანგული კანონების დარღვევაში ადანაშაულებს

საფრანგეთი და ესპანეთი ინტერნეტ საძიებო სისტემა გუგლისგან მონაცემთა მოგროვების პოლიტიკის შეცვლას ითხოვს.

აშშ-ის ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს მიერ შემუშავებული სათვალთვალო პროგრამის ირგვლივ ატეხილი სკანდალის ფონზე, სადაც გუგლის მომხმარებელთა ინფორმაციის და კონტაქტების ამოცნობა ხდებოდა, ახლა ევროპაში შექმნილი პრობლემები გუგლისთვის საკმაოდ მგძნობიარე პროცესია.

საფრანგეთი გუგლს ფრანგული კანონების დარღვევაში ადანაშაულებს და კომპანიას აძლევს სამთვიან ვადას, რათა ამ უკანასკნელმა შეცვალოს პირადი ინფორმაციის დაცულობის პოლიტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში გუგლი 150 000 ევროთი დაჯარიმდება.
XS
SM
MD
LG