ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას ეძებდნენ ქართველები "გუგლში" 2021 წელს?


2021 წლის ბოლოს ამერიკულმა კომპანია "გუგლმა" წლის განმავლობაში პოპულარული ამბები ქვეყნების მიხედვით დააჯამა. "ამერიკის ხმამ" მონაცემები შეისწავლა, დაამუშავა და გაირკვა, რომ საქართველოში გასული წლების მსგავსად, პოპულარულია ფილმები და ტელესერიალები ქართულ ენაზე, ასევე თურქული სერიალები.

ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც აქტუალურია ვაქცინაციის საკითხი და ასტროლოგია. ქართველები ძალიან ხშირად ეძებდნენ "მწვანე ბარათის" გათამაშების ვებგვერდს, ამინდის პროგნოზს და ინფორმაციას კრიპტოვალუტის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ხშირად შევხვდით ქართული "გუგლის" საძიებო სისტემაში რუსულ სიტყვებს და ანბანის ასოებს.

პოპულარობას არ კარგავს კაზინოები, მათი რიცხვი გასულ წელთან შედარებით პოპულარულ საძიებო სახელებს შორის კიდევ უფრო მეტია.

"ამერიკის ხმამ" ექსკლუზიურად დააჯამა მონაცემები. გთავაზობთ მონაცემებს გუგლის სხვადასხვა პლატფორმიდან.

საქართველოში ყველაზე ხშირად, ბოლო ათ დღეში, “გუგლში” აინტერესებდათ და ეძებდნენ

  • აღდგომა 2022
  • 2022 რისი წელია?
  • Efootball 2022
  • მწვანე ბარათის ლატარეა
  • 2022 წლის ჰოროსკოპია?

საქართველოში მთელი წლის განმავლობაში “იუ-თუბში” ეძებდნენ

  • ახალი ფილმები ქართულად
  • საქანელა
  • კინოები ქართულად 2021
  • ფილმები ქართულად 2021
  • სიმღერები 2021
  • მულტფილმები ქართულად 2021
  • “ცეკვავენ ვარსკვლავები”
  • “სქუიდ გეიმი”
  • “ნიჭიერი” 2021
  • ქართული სიმღერები 2021
  • რატის ბარი
  • “ტურბოზავრები”
  • “უშენობით მავალს”
  • ამიკო ზარქუა

ქართველები “გუგლში” ყველაზე ხშირად ეძებდნენ

  • ვაქცინები
  • Booking.moh.gov.ge
  • “ტიკ-ტოკიდან” ვიდეოს გადმოწერა
  • ბიტკოინის ფასი
  • თურქული ლირის კურსი
  • “კროკობეტი”
  • ამინდი ხვალ
  • Mes.gov.ge-ის ელექტრონული ფოსტა
  • ქალაქი გაგრა
  • “ტიკ-ტოკი”
  • ანიმე
  • “აჭარაბეტი”
  • “ბეტლაივი”
  • “მაი აუტო”
  • “ევროპაბეთი”

სერიალები/ფილმები რომელსაც ქართველები “გუგლში” ეძებდნენ

  • “სხვისი შვილი”
  • “სიყვარულის ლოგიკური შურისძიება”
  • “ფარული ვნება”
  • “ფარული ვნება” ქართულად
  • ფილმები ქართულად
  • “სიყვარულის ლოგიკური შურისძიება”

ქართველები “გუგლში” რუსულად ეძებდნენ

  • ბიტკოინის კურსი რუბლში
  • ბიტკოინის კურსი დოლარში
  • აინდი
  • ბიტკოინი და რუბლი

ქართველები “გუგლის” ფოტოების ძებნაში ყველაზე ხშირად წერდნენ

  • ბექგრაუნდი
  • ამინდი.ჯი
  • ირაკლი ბასილაძე
  • “აიფონ” 12 პრო მაქსი
  • ნარუტო
  • ყ*ე
  • საქართველოს რუკა
  • „დობროე უტრო“
  • „ტოიოტა ჩრ“
  • “ფორდ” “ფიუჟენი”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG