ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკური ზრდის გლობალური შენელება


აშშ-ის დეფიციტი უკვე მეოთხე წელია ტრილიონ დოლარს უტოლდება

ტოკიოში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ შეხვედრაზე, დამსწრე ქვეყნებმა შეშფოთება გამოთქვეს ეკონომიკური ზრდის გლობალური შენელების გამო. ფინანსთა მინისტრების განცხადებით, გაურკვევლობა და რისკები კვლავ არსებობს და მათი განეიტრალებისთვის ეკონომიკური ზრდის მეტად უზრუნველყოფისკენ მიმართული უფრო ეფექტური ნაბიჯებია საჭირო.

შე ერთებული შტატების ხაზინის მდივანმა, ტიმოთი გეიტნერმა კოლეგების მისამართით წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა, რომ ფისკალური პროგრესის მიუხედავად, ამერიკას ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოს ჩატარება მოუწევს. მის კომენტარს წინ უსწრებდა ვაშინგტონში გაკეთებული განცხადება, რომელშიც მთავრობის ოფიციალური პირების თქმით, ქვეყნის დეფიციტი უკვე მეოთხე წელია ტრილიონ დოლარს უტოლდება.
XS
SM
MD
LG