ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გლობალური ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა


გლობალური ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა
გლობალური ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა

საერთშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით მსოფლიო უფრო სწრაფად გამოდის გლობალური ეკონომიკური კრიზისისდან ვიდრე მოსალოდნელი იყო. აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით წელს გლობალური ეკონომიკის ზრდა 4,1%-ს მიაღწევდა, თუმცა რეალურად ამ მაჩვენებელმა 4,6%-ს გადააჭარბა.

ჰონ კონგში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია რომ პროგრესის მიუხედავად ჯერ კიდევ არსებობს გლობალური ეკონომიკის კრიზისის განმეორების საშიშროება რომელიც ძირითადად ევროპიდან მომდინარეობს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი შიშობს რომ საბერძნეთის მსგავსი დიდი დავალიანების მქონე ევროპული ქვეყნებიდან წამოსული კრიზისი შესაძლოა მთელ ვეროპას მოედოს.

ზოგიერთი ეკონომისტი ჩინეთში არსებულ საფრთხეებზეც მიუთითებს, სადაც უძრავი ქონების ბაზარზე ფასები კატასტროფულად იზრდება და ერთ მშვერნიერ დღეს შესაძლოა ყველაფერი ჩამოიშალოს. ეს დააზარალებს ჩინეთის საბანკო სისტემას, რაც მთელი მსოფლიოს ინვესტორებში დიდ პანიკას გამოიწვევს.

როგორც სინგაპურის საინვესტიციო ბანკის წამყვანი ეკონომისტი ტიმ გორდონი აცხადებს საერთაშოიროს სავალუტო ფონდი ნაკლებ ყურადღებას აქცევს ჩინეთში უძრავი ქოენების ბაზარზე ფასების მომატებას, რაც დიდ რისკს შეიცავს. მისი თქმით:“ ჩინეთი საშიშია ვიდრე ევროზონა. ინვესტორებს საბერძნეთის კრიზისი გამო ისედაც არა აქვთ ევროპის იმედი, რაც შეეხება ჩინეთს ამ ქვეყნის ეკონომიკა 2010 წლის პირველ მეოთხედში 12 პროცენტით გაიზარდა და თუ წლის ბოლოს ის მკვეთრად დავარდება ეს საფონდო ბირჟებზე დიდ არეულობას გამოიწვევს.“

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებით წელს ჩინეთის ეკონომიკა 10%-ის ნაცვლად 10,5%-ით გაიზრდება, იაპონიის ეკონომიკა 1,9%-ის ნაცვლად 2,4%-ით, ხოლო ინდოეთი 8,8,%-ის მაგივრად 9,4 %-ით.

ამავე პროგნოზის მიხედვით შეერთებული შტაატების ეკონომიკური ზრტდა წელს 3,3%-ს მიაღწევს. რაც შეეხება ევროზონის ქვეყნებს აქ მხოლოდ 1%-იანი მატებაა მოსალოდნელი. მაშინ როდესაც ბრაზილიის ეკონომიკა 7%-ით გაიზრდება.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების - ინდონეზიის, მალიზიის, ფილიპინების, ტაილანდის და ვიტნამის ეკონომიკური ზრდა წელს 6,4 %-ს მიაღწევს. მომავალი წლისთვის კი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით ეს ტემპები მნიშვნელოვნად შემცირდება და გლობალური ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2011 წლის აპრილისთვის 4,3%-ი იქნება.

XS
SM
MD
LG