ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გიორგი მიქაძემ ჩინეთში 60 000 ადამიანის წინაშე საქართველოს ჰიმნი შეასრულა


გიორგი მიქაძე, ჩინეთი

ქართველი პიანისტი გიორგი მიქაძე თბილისში მიმდინარე პროცესებს მხარდაჭერას უცხადებს.

მიქაძემ 22 ივნისს wang leehom -ის ტურნეს ფარგლებში მორიგი კონცერტი გამართა 城南体育场 Chengnan სტადიონზე. კონცერტის დროს კი მან საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

საქართველოს ჰიმნი გიორგი მიქაძის შესრულებით
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:34 0:00

მიქაძე ქართველი პიანისტია, რომელმაც თბილისის შემდეგ მუსიკალური განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო. ის ამ დროისთვის როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ჩინეთში მოღვაწეობს, მუშაობს რამდენიმე ქართულ პროექტზე.

უფრო ვრცლად გიორგი მიქაძის შესახებ იხილეთ ამერიკის ხმის სიუჟეტში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG