ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის მთავრობამ ღუტაში მედიკამენტების შეტანა აღკვეთა


დამასკოს გარეუბანი, აღმოსავლეთ გუთა, 5 მარტი, 2018

გაერთიანებული ერების ორგანიზააციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში სირიაში მებრძოლ ყველა მხარეს სთხოვს ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტას. გაეროს უშიშროების საბჭო დღეს კიდევ ერთხელ განიხილავს ორი კვირის წინ მიღებულ რეზოლუციას, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტა 30 დღით უნდა გამოცხადებულიყო. მებრძოლი მხარეები რეზოლუციის მოთხოვნას არ იცავენ.

იმის გამო, რომ ცეცხლის დროებითი შეწყვეტა არ ხდება, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უშიშროების საბჭოს შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მოითხოვა.

გაეროს რეზოლუცია საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების მხრიდან სამოქალაქო პირებისთვის დახმარების აღმოსაჩენად იქნა მიღებული. თუმცა, გაეროს ორგანიზებით, სირიის არაბული წითელი ნახევარმთვარის მიერ ქალაქ ღუტაში ჰუმანიტარული ტვირთის მიტანის ოპერაცია გაუქმდა ქალაქში განახლებული ძალადობის გამო.

ჰუმანიტარული ორგანიზაციები ასევე იტყობინებიან, რომ სირიის მთავრობამ მათ საშუალება არ მისცა მანქანები მედიკამენტებით დაეტვირთათ და სამაშველო სამსახურებს ისინი ღუტაში წაეღოთ, როგორც ეს წინასწარ იყო შეთანხმებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG