ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აღმოსავლეთ ღუტაში ჰუმანიტარული ტვირთი შეიტანეს


„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია“ და „საერთაშორისო წითელი ჯვარი“ აცხადებენ, რომ ჰუმანიტარულმა კოლონამ სირიის ალყაშემორტყმულ და ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად გუთას რეგიონში შესვლა მოახერხა.

ოფიციალური ინფორმაციით, სირიაში შესული 46 სატვირთოთი შეძლეს დაახლოებით 27 500 ადამიანისთვის სამყოფი საკვებისა და მედიკამენტების შეტანა.

თუმცა ამავე დროს, გაეროს ჰუმანიტარული სამსახურების ადმინისტრაციის ცნობით, სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო ბევრი პროდუქტის ჩატვირთვის საშუალება მათ არ მიეცათ.

მანამდე, გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში 30 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა ყველა მხარეს. საბჭოს მოთხოვნით, ამ ხნის განმავლობაში ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფებს რეგიონში შესვლის საშუალება უნდა ჰქონდეთ, რათა დაეხმარონ 400 000-ზე მეტ სამოქალაქო პირს სასიცოცხლოდ საჭირო პროდუქტებისა და მედიკამენტების მიღებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG