ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანის ავღანური ბაზა პაკისტანშია - აშრაფ ღანი


ავღანეთ-პაკისტანის საზღვარი

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი აცხადებს, რომ თალიბი მებრძოლები, რომლებიც ავღანეთის მთავრობის წინააღდეგ იბრძვიან, პაკისტანში არიან ბაზირებული. ამ მიმართულებით, ღანიმ ისლამაბადს დაუყოვნებელი ნაბიჯების გადადგმა სთხოვა.

ეს ბრალდება ხაზს უსვამს ორ ქვეყნას შორის ბოლო დროს არსებულ დაპირისპირებას, განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში ავღანეთის დედაქალაქში მომხდარი რამდენიმე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, რომლებმაც ჯამში, თითქმის 140 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის, ოთხი ამერიკელი.

სატელევიზიო გამოსვლაში ღანიმ აღნიშნა, რომ აღნიშნულ თავდასხმებთან დაკავშირებთ, 11 ეჭვმიტანილია დაკავებული და ისინი პაკისტანთან არიან კავშირში.

„ამ ადამიანების სია და მათი ქსელები პაკისტანს გადავეცით,“ აღნიშნა ღანიმ და დასძინა, რომ ისლამაბადმა საჭიროა, „მკაფიო და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას“ და „მხოლოდ დაპირებებით“ აღარ შემოიფარგლოს.

პრეზიდენტ ღანის სიტყვით გამოსვლის პარალელურად, პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოჰამედ ფაიზალმა პრესკონფერენცია გამართა და ავღანეთის ბრალდება უარყო. მისი თქმით, თალიბანსა და მასთან დაკავშირებულ ჰაქანის ქსელს პაკისტანში ბაზები არ აქვთ. მან ავღანეთის მთავრობას უსაფრთხოების ზომების დახვეწისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, ქაბულში ბოლო დროს მომხდარი აფეთქებების მიზეზი სწორედ სუსტი უსაფრთხოება იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG